დღეს - 28 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
პროდუსინგი - ინდუსტრია / სფერო: გასართობი
კინო და ფილმები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
BMRNG Films ეძებს გუნდის ახალ წევრს - ლოკაციის სკაუტს
ჩვენ შესახებ:
BMRNG Films პროდაქშენ-კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებსა და კრეატიულ გუნდებს კომერციული ვიდეორგოლების წარმოების სრულ სერვისს სთავაზობს საქართველოში. ჩვენი მიზანია რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი წარმოების სტანდარტების ამაღლება და საერთაშორისო გადაღებებისთვის საქართველოს მიმზიდველ ლოკაციად წარმოჩენა.
როლის აღწერა:
ჩვენი კომპანია ეძებს ლოკაციის სკაუტს - ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი და მრავალფეროვანი ლოკაციების მოძიებასა და დოკუმენტირებაზე, რომელიც გადაღების ხასიათსა და ვიზუალურ ამოცანებზე იქნება მორგებული. ლოკაციების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შეფასებაზე, საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და ორგანიზებაზე, შერჩეული ლოკაციის გადაღებისთვის მომზადების კოორდინაციაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- ლოკაციების მოძიება, დეტალური დოკუმენტირება და ბაზაში შეყვანა (ფოტო, ვიდეო, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა საჭირო მონაცემები);
- ლოკაციების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ფინანსურ საკითხებზე მოლაპარაკება;
- გადაღებისთვის საჭირო ნებართვების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი წერილების მომზადება;
- ვიდეოწარმოების პროცესში ჩართულ სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია და ინფორმაციის დროული გაცვლა;
- პროექტის ფარგლებში ლოკაციის გადაღებისთვის მომზადების პროცესში ჩართულობა.
პრაქტიკული უნარები:
- სივრცისა და კომპოზიციის კარგი აღქმა (ტელეფონით ან ფოტოაპარატით ლოკაციების დასურათებისთვის);
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
როგორ ადამიანს ვეძებთ:
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- სწრაფად მოაზროვნე და ინიციატივიანი;
- კრიტიკულ სიტუაციებში მობილიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური და სოციალური.
უპირატესობად ჩაითვლება:
- კინოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება (ფილმის ან რეკლამის მიმართულებით);
- სარეჟისორო ან საოპერატორო განათლება/გამოცდილება;
- ფოტოგრაფიაში გამოცდილება ან ინტერესი;
- მართვის მოწმობა და საკუთარი სატრანსპორტო საშუალება — ავტომობილი ან სკუტერი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: პროექტების მიხედვით (მოქნილი — ლოკაციების მოძიებისას, შედარებით დატვირთული — გადაღებების პერიოდში);
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- გადაადგილებისას სატრანსპორტო ხარჯებს (საწვავი/ტრანსპორტირება) სრულად ანაზღაურებს კომპანია.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- შესაძლებლობას, იმუშაო საერთაშორისო სარეკლამო პროექტებზე და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალებისგან;
- მრავალფეროვან და დინამიურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეული პროექტი განსხვავებულ გამოწვევებსა და ლოკაციებთან მუშაობას გულისხმობს;
- პროფესიურ განვითარებას და გადაღებების პროცესის სხვადასხვა ეტაპის უკეთ გაცნობას.
დამატებითი ინფორმაცია:
- განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი;
- განაცხადის შევსება: დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოცემული სააპლიკაციო ფორმა;
- ინფორმაცია და მოტივაცია (სურვილისამებრ): მოგვწერე მოკლედ შენ შესახებ და გაგვიზიარე, რატომ დაინტერესდი ამ ვაკანსიით;
- ფოტოები (სურვილისამებრ): შეგიძლია გამოგვიგზავნო შენ მიერ გადაღებული ფოტოების ფოლდერის ან პორტფოლიოს ლინკი (სივრცე, ექსტერიერი/ინტერიერი, არქიტექტურა; შესაძლებელია ტელეფონით გადაღებულიც);
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3AspSmOc
შერჩევის პროცესი: ინდივიდუალური გასაუბრება და პროფესიული საცდელი დავალება.
მადლობა და დროებით!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ხელოვნება / მედია
პროდუსინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
