დღეს - 28 ნოე
სტარტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა ექსპერტიზა/შეფასება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    დაზღვევა ექსპერტიზა/შეფასება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ქონებრივი ზარალების შემფასებლის პოზიციაზე NLI რისკების და ზარალების მართვის სამსახურში.

პოზიციის მიზანია კომპანიაში დამტკიცებული გაიდლაინებისა და სტანდარტების გათვალისწინებით ქონებრივი ზარალების სამართლიანი შეფასების უზრუნველყოფა, შემთხვევის ადგილზე შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა.

პასუხისმგებლობები:
  • შემთხვევის ადგილზე მენეჯერის მიერ შეგროვებული ინფორმაციის დროული და ჯეროვანი დამუშავება;
  • დამტკიცებული სტანდარტის მიხედვით დეფექტური აქტის მომზადება;
  • დეფექტური აქტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულების პირობებთან;
  • დაზიანებების აღწერა (გამომწვევი მიზეზი) და ტექსტური დასკვნის შედგენა;
  • ბაზარზე არსებული გამოწვევების მუდმივი მონიტორინგი და დამტკიცებული ფასების მიმდინარე საბაზრო ფასებთან შესაბამისობის დაცვა;
  • შეფასების ფორმირების მეთოდიკის შემუშავება და ოპტიმიზაცია;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო მიმსართულებით);
  • ქონებრივი ზარალების შეფასების გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება და წერილობითი დასკვნის შედგენის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6m7qpcXe
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
დაზღვევა
ექსპერტიზა/შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები