30 ოქტ - 28 ნოე
ტექნიკური დირექტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები ადამიანური რესურსები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 12000 - 15000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    კორპორატიული სერვისები ადამიანური რესურსები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 12,000-15,000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო-დეველოპერული პროექტების ტექნიკური მართვა და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
  • საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და სამუშაოთა მოცულობების განხილვა და შეფასება;
  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, შესრულების ვადებისა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პროექტების ბიუჯეტების, სამშენებლო რესურსებისა და ხარჯების ეფექტიანი მართვა;
  • არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო გუნდებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • სამშენებლო ტექნოლოგიების, კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისა და საინჟინრო სისტემების ცოდნა;
  • სამშენებლო პროექტების მართვის, ბიუჯეტირებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილება;
  • საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და შეფასების უნარი;
  • საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა;
  • ლიდერული, ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები