შემდეგი
30 ოქტ - 28 ნოე
საწყობის დირექტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment@boundsolutions.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობის მართვის სისტემები (WMS), საწყობი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 7000 - 10000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობის მართვის სისტემები (WMS), საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, ბაკალავრი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის დირექტორი
ხელფასი: 7,000-10,000 ლარი (NET)
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის სასაწყობე მეურნეობის მართვა და საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ახალი სასაწყობე სივრცეების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა, სივრცეების ფუნქციური ზონირების, განლაგებისა და ოპტიმალური გამოყენების განსაზღვრა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემების გამოყენებით;
- სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით, შენახვის პირობების, სასაწყობე ინფრასტრუქტურისა და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის განსაზღვრა;
- სასაწყობე ოპერაციების მართვის სტრატეგიისა და სამუშაო პროცესების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
- სასაწყობე მარაგების აღრიცხვის, მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- სასაწყობე მეურნეობის საოპერაციო ეფექტიანობის შეფასება, არსებული პროცესების ოპტიმიზაცია და მართვის თანამედროვე სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
- სასაწყობე საქმიანობასთან დაკავშირებული ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების მართვა, საჭიროებების განსაზღვრა და საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასაწყობე მეურნეობის ან ლოგისტიკური ოპერაციების მართვის მიმართულებით მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასაწყობე ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, ორგანიზებისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სასაწყობე პროცესების მართვის, მარაგების კონტროლისა და ლოგისტიკური ოპერაციების ორგანიზების პრინციპების ცოდნა;
- სასაწყობე მეურნეობის მართვის პროგრამებთან, მარაგების აღრიცხვის სისტემებსა (WMS) და ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის შენახვის პირობების, სასაწყობე სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების, პროცესების დაგეგმვის, გუნდების მართვისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობის მართვის სისტემები (WMS),
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები