დღეს - 28 ნოე
სტანდარტი
სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომელი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.sheratonbatumi@marriott.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროს სპა და ველნესი დასუფთავება დალაგება/დასუფთავება - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
გარემოსდაცვითი მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
სასტუმრო შერტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა 1
თუ გამოირჩევით პასუხისმგებლობით, მოწესრიგებულობით და გსურთ იმუშაოთ მაღალი სტანდარტების გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები
- სპა ცენტრისა და მისი ტერიტორიების სისუფთავის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სამუშაო სივრცეების, გასახდელების, საშხაპეებისა და საერთო ზონების მოწესრიგება;
- აღმოჩენილი ხარვეზების ან დაზიანებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ნაპოვნი ნივთების დამუშავება და გადაცემა დადგენილი პროცედურების მიხედვით;
- სტუმრებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის მზაობა.
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროს სპა და ველნესი
დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება
ნახვები
უნიკალური ნახვები
