დღეს - 10 ნოე
სტანდარტი
მთავარი იურისტი
თბილისის შემოგარენი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული ადვოკატირება, კორპორატიული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    იურიდიული ადვოკატირება, კორპორატიული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, იურისპრუდენცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს FMCG ინდუსტრიის წარმოების სექტორში.

სამუშაო აღწერილობა:
სამართლებრივი უზრუნველყოფა და გუნდის მართვა:კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი უზრუნველყოფა;სამი იურისტის ხელმძღვანელობა: კომპლაენსის, კომერციული ხელშეკრულებებისა და სხვა კორპორატიული სახელშეკრულებო საკითხების მიმართულებებით.

ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები:იურიდიული გუნდის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;კომპანიის მომწოდებლებთან, შემსყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართვა და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

კონსულტირება და კორპორატიული მხარდაჭერა:
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის მენეჯმენტის სამართლებრივი მხარდაჭერა კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი აღსრულების კონტროლი;
  • კომპანიის მენეჯმენტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სტრატეგიებისა და ინიციატივების სამართლებრივი შედეგების შესახებ;

დავები და წარმომადგენლობა:
  • კომპანიის სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოებების მართვა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;

გარე კონსულტანტებთან კოორდინაცია:
  • საჭიროების შემთხვევაში, გარე იურიდიულ, საგადასახადო ან/და სხვა სახის კონსულტანტებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
  • არანაკლებ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიცია, სასურველია FMCG ინდუსტრიაში;
  • ინგლისურ და რუსულ ენებზე, იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კომპანიის სასამართლო პროცესზე წარდგენის გამოცდილება;
  • სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
  • ინგლისური ენის მაღალ, ხოლო რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: n.saralidze@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
იურიდიული
ადვოკატირება,
კორპორატიული სამართალი,
სახელშეკრულებო სამართალი,
ადმინისტრაციული სამართალი,
შრომის სამართალი,
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები