შემდეგი
დღეს - 27 ნოე
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- საბანკო ამონაწერების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
- შეძენილი საქონლის/მომსახურების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
- მცირეფასიანი საქონლის ნაშთის სასაწყობე პროგრამასთან შესაბამისობის კონტროლი, ყოველი თვის ბოლოს გახარჯული საქონლის ჩამოწერა;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების საწვავის ნაშთის აღწერა/კონტროლი, გამოყენებული საწვავის ჩამოწერა აქტის საფუძველზე;
- საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა საჭიროების მიხედვით;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
- ბუღალტრად მუშაობის მინ. 2 წლიანი და სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- სისწრაფე და ოპერატიულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები