დღეს - 27 ნოე

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში, რომელმაც 2024 წელს JCI აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს (Joint Commission International) ოქროს ხარისხი მოიპოვა. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწვდის მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;

სავალდებულო ცოდნა და უნარები:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Excel, Macros, SQL, Power BI;
  • დიდ ბაზებთან მუშაობა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:
  • მსგავი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია სამედიცინო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ანაზღაურება: კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჰოსპიტლის ფინანსური ანგარიშების მომზადება, დამუშავება და წარდგენა;
  • ჰოსპიტლის ფინანსური მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში არსებული სერვისების შექმნის, შესაბამისი სახელშეკრულებო ფასების დადგენის და კონტრაგენტთან ბმის პროცესის მართვა, საჭიროების შემთხვევაში უშუალო მონაწილეობა;
  • სადაზღვევო კომპანიებისთვის, ქვეკონტრაქტორებისთვის და სხვა კონტრაგენტებისთვის სახელშეკრულებო ფასების დადგენა/განახლება;
  • სამედიცინო ტურიზმისთვის სამედიცინო სერვისების მომზადების პროცესის მართვა;
  • აქციის ფარგლებში სერვისების შექმნა/განფასება/ გაუქმება; პროგრამის აწყობიდან გამომდინარე განსაზღვრული სიისთვის სერვისების გამორჩევა და მიწოდება;
  • არასამედიცინო ნომენკლატურის შექმნა;
  • მოთხოვნილი რეპორტებისთვის საჭიროების შემთხვევაში სამედიცინი ლოგიკის მიწოდება კომერციული გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • კომერციული დეპარტამენტის დირექტორის და ჰოსპიტლის დირექტორის სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან;

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:
  • აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
  • აქვს შედეგზე ორიენტირი;

ჩვენი მხრიდან გპირდებით:
განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები