შემდეგი
დღეს - 26 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
წარმოების ტექნოლოგია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 4000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
წარმოების ტექნოლოგია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ქართული
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა;
განაკვეთი: სრული;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
ანაზღაურება: 4000 ლარიდან (გამოსაცდელი ვადის შემდეგ);
- ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება, ტექნოლოგიური პროცესების გაწერა;
- წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა;
- განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა;
- ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი;
- პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად;
- საწარმოს ექსპერიმენტალური სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობა მსგავსი საჭიროების შემთხვევაში;
- პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა;
- როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით წარმოების პროცესის მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით;
- სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
- კვების პროდუქტების მრეწველობაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო საწარმოებში);
- აუცილებელია უცხო ენების ინგლისურის და რუსულის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zmBb3cqc.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
წარმოება/ოპერაციები
წარმოების ტექნოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები