დღეს - 26 ნოე
HR-სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995599442292

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადამიანური რესურსები სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
"2გის-თბილისი", ეს არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს 14 ქვეყანაში და 1200-ზე მეტ ქალაქში. პლატფორმა აერთიანებს მუდმივად განახლებად რუკებს, ნავიგაციებს და საძიებო ცნობარს ერთ სივრცეში.
ჩვენ ვავითარებთ 2გის-ის გუნდს თბილისში და ვემზადებით მასშტაბირებისთვის.

ვეძებთ HR-სპეციალისტს, რომელიც დამოუკიდებლად წარმართავს შერჩევის პროცესებს, დაეხმარება ახალ თანამშრომლებს სწრაფ ინტეგრაციაში და უზრუნველყოფს წესრიგს საკადრო დოკუმენტაციაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ვაკანსიების სრული ციკლის მართვა: პოზიციის პროფილის შედგენა, ძიება, სკრინინგი, ინტერვიუები, რეკომენდაციების გადამოწმება და შეთავაზების (Offer) გაკეთება.
  • კომერციულ და ოპერაციულ განყოფილებებში თანამშრომლების შერჩევა შეთანხმებული გეგმის შესაბამისად.
  • ადაპტაციის პროცესის ორგანიზება, გამოსაცდელი ვადის კონტროლი და უკუკავშირის შეგროვება.
  • საკადრო დოკუმენტაციის წარმოება: შრომითი ხელშეკრულებები, ცვლილებები, შვებულებები, საკადრო რეესტრი, ვადები და არქივი.
  • ყოველკვირეული შერჩევის ძაბრის (Funnel) და ყოველთვიური HR-ანგარიშგების მომზადება.
  • დირექტორთან, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან, ბუღალტერთან და იურისტთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • პერსონალის შერჩევის პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია გაყიდვების ან ოპერაციული გუნდების მასობრივი რეკრუტინგის მიმართულებით).
  • საკადრო ადმინისტრირების გამოცდილება და საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა.
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (საქმიანი კომუნიკაციისა და დოკუმენტაციისთვის); ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე პროგრამებთან და ცხრილებთან მუშაობის უნარი, HR-ძაბრის, ვადებისა და კონფიდენციალური მონაცემების მართვის კომპეტენცია.
  • დამოუკიდებლობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და ხარისხიან შერჩევაზე ორიენტირებულობა (და არა მხოლოდ დახურული პოზიციების რაოდენობაზე).

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 2 000 ლარი (Net)
  • ყოველთვიური პრემია KPI-ის მიხედვით: 500 ლარამდე; + კვარტალური პრემია.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი. ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”.

გსურთ გახდეთ „2GIS თბილისი“-ს პროფესიონალური გუნდის ნაწილი? გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: info@tbilisi.2gis.ge; +995599442292 დავითი

საშუალოდ რამდენ ვაკანსიას ხურავდით თვეში? რა ტიპის საკადრო დოკუმენტაციას აწარმოებდით? გაქვთ თუ არა საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან მუშაობის გამოცდილება? (მოკლე აღწერა)
ადამიანური რესურსები
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები