დღეს - 25 ნოე
ვიპ
ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეფასება/ექსპერტიზა ავტომობილის შეფასება
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): სხვა, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია GLB ეძებს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტს.

საინტერესო დეტალები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ოფისი: 15:00-20:00 საათი
სახლიდან 21:00-00:00 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი (გადასახადების გარეშე)

ძირითადი მოვალეობები:
  • ავტოდილერების მოთხოვნების შესაბამისად შესაბამისი ავტომობილების მოძიება და შერჩევა.
  • ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის, კომპლექტაციის, გარბენისა და ისტორიის შესახებ ინფორმაციის შესწავლა.
  • ავტომობილების ფასების კვლევა და საბაზრო ღირებულების შეფასება.
  • ავტომობილების შეძენის მიზანშეწონილობის შეფასება ფასის, მდგომარეობისა და მოთხოვნის გათვალისწინებით.
  • პოტენციური რისკების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება.
  • შერჩეული ავტომობილების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ავტოდილერებისთვის შეთავაზება.
  • ავტოდილერებთან და ავტომობილების მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
  • მიმდინარე შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • რუსული ენის ცოდნა — სამუშაო კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოძიებისთვის.
  • ინგლისური ენის ცოდნა — ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლისთვის.
  • კომპიუტერთან მუშაობისა და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების საბაზისო უნარები.
  • ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის შედარებისა და შეფასების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა.
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ
  • კარიერულ ზრდას;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
  • სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ტრეინინგს სამუშაოს დაწყებამდე;

გასაუბრება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
  • ტესტირება
  • გასაუბრება

თუ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: officemanagergeo@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
შეფასება/ექსპერტიზა
ავტომობილის შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები