დღეს - 25 ნოე
ავტოპარკის და ლოგისტიკის სამსახურის სპეციალისტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: C კატეგორია
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის და ლოგისტიკის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, ზაჰესი: პლატინის ქ. N2;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.

ძირითადი მოვალეობები:
  • მძღოლების განაწილება და 1C პროგრამაში შემოსული შეკვეთების დამუშავება, მიწოდების დაგეგმვა, მიწოდების ვადების კონტროლი;
  • კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე შეცვლილი სათადარიგო ნაწილებისა და გაწეული მომსახურების აღრიცხვიანობის წარმოება;
  • კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების საჭირო საწვავით დროული მომარაგება და აღრიცხვიანობა; საწვავების შეძენა, დარიცხვა და ხარჯვის კონტროლი;
  • სატრანსპორტო საშუალებების ტექ. დათვალიერებების აღრიცხვიანობა და ვადების კონტროლი;
  • კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებში არსებული ცეცხლმაქრების მდგომარეობისა და ექსპლუატაციის კონტროლი;
  • ავტომანქანების დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
  • კომპანიის საავტომობილო პარკის მენეჯმენტი და კომპანიის შიდა ქსელის ლოგისტიკური პროცესების მართვა;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და სხვა საორგანიზაციო საქმიანობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება C კატეგორიის მქონე კანდიდატს.

აუცილებელი უნარები:
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები