შემდეგი
დღეს - 21 ნოე
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ქართული
JSC MBGeorgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მერჩენდაიზერი
კომპანია: JSC MBGeorgia
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანიის შესახებ: JSC MBGeorgia წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.
კომპანია MBGeorgia აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
თუ ხართ პასუხისმგებლიანი, აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი, გსურთ განვითარება გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით და გაინტერესებთ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფერო, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში კომპანიის პროდუქციის სწორად განთავსებისა და ვიზუალური წარმოდგენის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის თაროებზე განლაგების, ფასმაჩვენებლებისა და მარკირების კონტროლი;
- პროდუქციის მარაგების მონიტორინგი;
- სარეალიზაციო ობიექტებში სარეკლამო მასალების განთავსება;
- სავაჭრო ობიექტებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
- პრომოაქტივობებისა და სარეკლამო ღონისძიებების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მართვის მოწმობა
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრის. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ: მერჩენდაიზერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წარმატებას გისურვებთ!
JSC MBGeorgia მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები