დღეს - 20 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია ,C კატეგორია
თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე : მძღოლი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
პოზიციის შესახებ
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და სანდო მძღოლს ბანკის თანამშრომლების უსაფრთხო, კომფორტული და დროული ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
პოზიციის მთავარი მიზანია თანამშრომლების უსაფრთხო, კომფორტული და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა, ავტომობილის გამართულობის კონტროლი და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის თანამშრომლების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება;
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
- გადაადგილების მარშრუტების წინასწარ დაგეგმვა და საგზაო მდგომარეობის გათვალისწინება;
- ავტომობილის სისუფთავის, ტექნიკური გამართულობისა და სათანადო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- ავტომობილის პერიოდული ტექნიკური მომსახურების საჭიროების მონიტორინგი;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხო მართვის სტანდარტების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მგზავრთა გადაყვანა;
- სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
პიროვნული და პროფესიული უნარები
- სტრესულ და არაპროგნოზირებად საგზაო პირობებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა და მარშრუტების დაგეგმვა;
- ავტომობილის მოვლისა და ექსპლუატაციის საკითხების ცოდნა;
- სამუშაო პროცესში კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
სამუშაო პირობები
- სრული განაკვეთი და სტანდარტული სამუშაო გრაფიკი;
- სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ავტომობილით უზრუნველყოფა ბანკის მხრიდან;
- სამუშაო ლოკაცია ძირითადად თბილისი, საჭიროების შემთხვევაში კი საქართველოს სხვა რეგიონები.
კვალიფიკაცია
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
- მძღოლად მუშაობის 3–5 წლიანი გამოცდილება;
- უსაფრთხო და თავდაჯერებული მართვის უნარი;
- საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა და მათი დაცვა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
- წინა სამუშაო ადგილიდან რეკომენდაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

