დღეს - 04 ნოე
სტარტი
აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: რუსული
პოზიციის დასახელება: აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი”
სამუშაო ადგილი: თბილისი (დიღომი)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 4 ნოემბერი, 2026 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • ინფორმაციული მომსახურების გაწევა როგორც მომხმარებლების, ასევე კომპანიის სამსახურებისთვის
  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობისა და ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების შესახებ
  • უფლებამოსილების ფარგლებში მომხმარებლების დახმარება კომპანიის მიმართებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში
  • არსებული, მიღებული და გადაცემული ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით პერიოდულად ფილიალის სამსახურებისა და მომსახურების ცენტრების მიერ პრობლემების გადაწყვეტის შესრულებისა და სამუშაოების მიმდინარეობის გადამოწმება
  • ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოს შესახებ

საჭირო კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში)
  • რუსული ენის ფლობა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • წერისა და ანგარიშგების უნარი

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები