დღეს - 20 ნოე
უფროსი იურისტი
თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,რუსული
„ბი თი ქეი აი რეილვეისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი იურისტი

კომპანიის აღწერა:

შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

სამუშაოს აღწერა:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმების, ოქმების, გადაწყვეტილებების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა
  • კომპანიის კორპორაციულ-სამართლებრივ საკითხებში, მათ შორის პარტნიორთა კრების, დირექტორატის, საკოორდინაციო საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფაში მონაწილეობა
  • პარტნიორებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კონტრაგენტებთან ურთიერთობის ფარგლებში სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე განმარტებებისა და რეკომენდაციების მომზადება
  • შრომით-სამართლებრივ საკითხებზე დოკუმენტაციის, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა მასალების მომზადებაში მონაწილეობა
  • უძრავი და მოძრავი ქონების რეგისტრაციასთან, სარგებლობასთან და სხვა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების წარმოებაში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიის მიერ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან, მართვასთან, გადაცემასთან, მიღება-ჩაბარებასთან, ქონებრივ საკითხებთან და საკრედიტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა
  • კომპანიის შიდა ნორმატიული აქტების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა
  • სასამართლო, საარბიტრაჟო და ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა
  • მოქმედი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
  • იურიდიული დოკუმენტების ქართულ და რუსულ ენაზე მომზადება
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი)

პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საბუთების წარმოდგენის წესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge

NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები