დღეს - 19 ნოე
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს აღწერა:
- კლიენტების ხარისხიანი, სწრაფი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება;
- ნაღდი ფულის მიღება და გაცემა;
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
- სალარო ოპერაციების სწორად და შეუფერხებლად წარმოება;
- ნაღდი ფულისა და სალაროს ნაშთის კონტროლი;
- შესრულებული ოპერაციების პროგრამაში ასახვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის შიდა პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოლარე-ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან სავალუტო ჯიხური);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ALTA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
- სწრაფად ათვისებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კეთილსინდისიერება და ფულთან მუშაობისას მაღალი პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 21/11/2026
ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება — “მოლარე”
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი“კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. კანდიდატის მონაცემები შესაძლოა ასევე დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის შეფასების მიზნით და შეინახოს არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, ცვლილების ან წაშლის მოთხოვნით კანდიდატს შეუძლია მოგვმართოს.
გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
