დღეს - 19 ნოე
საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები საცალო გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საავტომობილო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები საცალო გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება საავტომობილო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: კომპანიის საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელობა, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და დასახული კომერციული მიზნების მიღწევა.

ძირითადი მოვალეობები:
  • საცალო გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება;
  • საცალო გაყიდვების გეგმებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრა, ფილიალებისა და გაყიდვების გუნდების დონეზე განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების შედეგებზე პასუხისმგებლობა, გეგმიდან გადახრების მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების დანერგვა;
  • გაყიდვების გუნდის შედეგების მართვა, მოტივაციისა და გაყიდვითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • მომხმარებელთა საჭიროებებისა და შესყიდვის ქცევის ანალიზი, კონვერსიის, საშუალო ჩეკისა და განმეორებითი გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
  • დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვების მიდგომების განვითარება და დანერგვა;
  • მარკეტინგისა და პროდუქტის მიმართულებებთან თანამშრომლობა გაყიდვების მასტიმულირებელი კამპანიებისა და შეთავაზებების დაგეგმვისა და მათი ეფექტიანობის შეფასების მიზნით;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, გაყიდვების პროგნოზებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • საცალო გაყიდვების მართვისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებით მიღწეული შედეგები;
  • მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭება საბანკო ან სადაზღვევო სექტორში საცალო გაყიდვების მართვის გამოცდილებას;
  • გაყიდვების გუნდების მართვის, მიზნების დასახვისა და შედეგების შეფასების გამოცდილება;
  • გაყიდვების სტრატეგიის, ბიუჯეტის, პროგნოზებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების გამოცდილება;
  • გაყიდვების მონაცემების ანალიზისა და ძირითად ეფექტიანობის მაჩვენებლებზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგად ცოდნა;
  • სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • მკაფიო ორიენტაცია გაყიდვების ზრდასა და შედეგების მიღწევაზე;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდის ხელმძღვანელობის, მოტივირებისა და განვითარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესრულების კონტროლის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
საცალო გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები