შემდეგი
დღეს - 29 ოქტ
სტარტი
ფილიალის ტერიტორიის უფროსი მეთვალყურე
ხაშურის მუნიციპალიტეტი, ხაშური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@energo-pro.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
სათვალთვალო მონიტორინგი, ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1170
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):უსაფრთხოება / დაცვა
სათვალთვალო მონიტორინგი, ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ფილიალის ტერიტორიის უფროსი მეთვალყურის პოზიციაზე.
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: ხაშური
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 1170 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი, 2026წ.
მოვალეობა/ვალდებულებები:
- კომპანიის შენობა-ნაგებობების მეთვალყურეობა
- კომპანიის თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული პერსონალის - „მეთვალყურეების“ სამუშაოზე გამოცხადების კონტროლი.
- მორიგეობის გრაფიკის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა
- სამუშაო ადგილზე შესასვლელ-გასასვლელის კონტროლი. არასტანდარტული სიტუაციის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირების მოხდენა;
- ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება. არასტანდარტული მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირების მოხდენა;
- ხანძრის, ძარცვის, ქურდობის ან რაიმე სხვა დანაშაულის ფაქტის, დაფიქსირების შემთხვევაში, ხელმძღვანელის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება. წინასწარ გაწერილი ინსტრუქციის შესაბამისად, შესაბამისი რეაგირების მოხდენა.
- კომპანიის სპეც. უნიფორმის ტარება
სასურველი კვალიფიკაცია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა;
- სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
უსაფრთხოება / დაცვა
სათვალთვალო მონიტორინგი,
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები