დღეს - 19 ნოე
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი-ალდო-სითი მოლი-სრული განაკვეთი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000(+ ბონუსი 200 )
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
AFG რითეილ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი (ალდო - სითი მოლი, სრული განაკვეთი),
AFG Retail Georgia AFG International Company-ის ნაწილია, რომელიც ადრე Cenomi Retail-ის სახელით ოპერირებდა ბაზარზე. კომპანია საქართველოში საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია და მოდის, სილამაზის, ცხოვრების სტილისა და სხვა მიმართულებებით მომხმარებლებს მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს.
კომპანიის პორტფელში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol და KIKO Milano. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.
AFG Retail-ის გლობალური ქსელი 8 ბაზარზე 700-ზე მეტ მაღაზიას მოიცავს და 38 საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს. 7 500-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, კომპანია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალარხიან სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ციფრული არხების მეშვეობით.
სამუშაო პირობები
სრული განაკვეთი:
- სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
- ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1 000 ლარი + 200 ლარამდე ბონუსი.
განსახორციელებელი საქმიანობა:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
- კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
- პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
- მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში);
- სხვადასხვა შიდა აქტივობებს: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ZVBNerTd
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
