დღეს - 17 ნოე
უფროსი IT მხარდაჭერის / სისტემის ადმინისტრატორის სპეციალისტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები სისტემის ადმინისტრირება, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები პროგრამული უზრუნველყოფა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები სისტემის ადმინისტრირება, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები პროგრამული უზრუნველყოფა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
Geosoft Cloud არის Google Cloud, AWS, Microsoft, Synology პარტნიორი კომპანია რეგიონში. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში და ვნერგავთ თანამედროვე ღრუბლოვან (Cloud) და ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტებს. ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ Cloud Native მოწინავე ტექნოლოგიები იყოს მარტივი, საიმედო და მორგებული რეალურ ბიზნეს საჭიროებებზე.

Role Overview
ვეძებთ გამოცდილ Senior IT Support ან System Administrator სპეციალისტს მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
თუ კარგად ერკვევით სერვერებში, ქსელებში, მეილ-სისტემებსა და მომხმარებლების ტექნიკურ მხარდაჭერაში, მაგრამ გსურთ რუტინას გასცდეთ და თქვენი გამოცდილება გადაიტანოთ Cloud მიმართულებით - ეს პოზიცია თქვენთვისაა. ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი სისტემური ცოდნა გარდაქმნათ Google Workspace-ისა და Google Cloud Platform (GCP)-ის საინჟინრო გამოცდილებად. თქვენი მთავარი საქმე იქნება კლიენტების სისტემების გამართვა, მეილების მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, პარალელურად კი მენტორებთან ერთად შეისწავლით Cloud არქიტექტურას, ავტომატიზაციასა და AI ხელსაწყოების ინტეგრაციას.

Core Responsibilities ტექნიკური პასუხისმგებლობები:
  • Google Workspace-ისა და Microsoft 365-ის ყოველდღიური ადმინისტრირება (მომხმარებლების, ჯგუფებისა და წვდომების მართვა).
  • დომენის DNS ჩანაწერებისა და მეილის უსაფრთხოების პარამეტრების (MX, SPF, DKIM, DMARC) გამართვა და კონტროლი.
  • ელფოსტის მიგრაციების დაგეგმვა და განხორციელება სხვადასხვა სისტემებიდან (Microsoft Exchange, Microsoft 365, cPanel, Zimbra და ა.შ.) Google Workspace-ზე ბიზნეს პროცესების უწყვეტად.
  • კლიენტების ტექნიკური მხარდაჭერა (Mail & Cloud Support) და სისტემური პრობლემების სწრაფი მოგვარება. (Online, On-Site, Mobile)
  • Google Cloud Platform-ის (GCP) საბაზისო გარემოების აწყობა და On-Prem სერვერების Cloud-ში გადატანის პროცესში ჩართულობა.
  • რუტინული პროცესების ავტომატიზაცია მარტივი სკრიპტებით (Bash, Python, App Scripts).

სტრატეგიული პასუხისმგებლობები:
  • ახალი კლიენტების ონბორდინგი და მათთვის Cloud-ის სერვისების შესაძლებლობების ჩვენება.
  • დამკვეთებთან ტექნიკური კომუნიკაცია, კონსულტაციები და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
  • Google Cloud-ისა და AI ტექნოლოგიების (Gemini Enterprise Agents Platform) შესწავლა და კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებაში წვლილის შეტანა.
  • ივენთებსა და ვორქშოპებში, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა, სერვისების წარდგენა და დემონსტრირება.

Hard Skills (ტექნიკური მოთხოვნები):
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT Support ან System Administrator პოზიციაზე.
  • Windows Server-ისა და Linux გარემოს გამართვისა და ადმინისტრირების გამოცდილება.
  • ქსელების (TCP/IP, DNS, DHCP, VPN) და მეილ-პროტოკოლების (SMTP, IMAP, POP3) კარგი ცოდნა.
  • Google Workspace (Google Admin) ან Microsoft 365-ის ადმინისტრირების გამოცდილება.
  • ენები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების ტექნიკურ-საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (სავალდებულოა დოკუმენტაციასთან სამუშაოდ და დამკვეთებთან კომუნიკაციისთვის).
  • უპირატესობად ჩაითვლება: სკრიპტინგის საბაზისო ცოდნა (Bash, PowerShell, Python), ვირტუალიზაციის (VMware), NAS სერვერების (Synology) ან ქლაუდ პლატფორმების (GCP/AWS) მინიმალური გამოცდილება.

Soft Skills (პიროვნული უნარები):
  • პრობლემების დამოუკიდებლად გამოკვლევისა და მოგვარების უნარი (Troubleshooting).
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, მომხმარებელთან თავაზიანი და პარტნიორული მიდგომა.
  • სწავლის, განვითარებისა და ოფიციალური სერტიფიცირების გავლის მაღალი მოტივაცია.
  • გუნდური მუშაობისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

სამუშაო დეტალები და აპლიკაცია
  • სამუშაო გრაფიკი: Full Time, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება).
  • სამუშაო ლოკაცია: ბესიკის ქ. 4, თბილისი
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვემდე.
  • ანაზღაურება: გთხოვთ, სასურველი მინიმალური ზღვარი მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
(ფორმაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ Gmail ანგარიშით).
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემის ადმინისტრირება,
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები