დღეს - 17 ნოე
HR-ისა და ოპერაციების სტაჟიორი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაცია, HR მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
კომპანია "Game Zone" აცხადებს ვაკანსიას HR-ისა და ოპერაციების სტაჟიორის პოზიციაზე.

თუ გინდა კარიერა დაიწყო არა უბრალოდ სტაჟირებით, არამედ რეალურ ბიზნესში, სადაც ყოველდღიურად მონაწილეობ გადაწყვეტილებების მიღებაში, პროექტების მართვაში და კომპანიის განვითარებაში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

Game Zone უკვე 16 წელია საქართველოს გეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.
დღეს ჩვენ გვაქვს 3 ფილიალი თბილისში, ონლაინ პლატფორმა, ათასობით ერთგული მომხმარებელი და PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი საქართველოში.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და უშუალოდ ჩაერთვება როგორც HR, ასევე ოპერაციული პროცესების მართვაში.

რას გააკეთებ?
HR მიმართულება
  • თანამშრომელთა დოკუმენტაციისა და პერსონალური ფაილების ორგანიზება;
  • შვებულებების, გამოსაცდელი ვადებისა და სხვა HR პროცესების მონიტორინგი;
  • ვაკანსიების განთავსება და კანდიდატებთან კომუნიკაცია;
  • გასაუბრებების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ახალი თანამშრომლების ონბორდინგ პროცესში მონაწილეობა;
  • შიდა ტრენინგებისა და გუნდური აქტივობების დაგეგმვაში ჩართვა;

Operations მიმართულება
  • მენეჯერულ შეხვედრებზე დასწრება და შეხვედრის ოქმების მომზადება;
  • მიმდინარე პროექტებისა და დავალებების ტრეკინგი;
  • გუნდის წევრებთან კომუნიკაცია დავალებების სტატუსების განახლების მიზნით;
  • Deadline-ების კონტროლი და Follow-Up პროცესების მართვა;
  • KPI მონაცემების შეგროვება და რეპორტების მომზადება;
  • მიმდინარე პროექტების შესახებ სტატუს-რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • პროცესების გაუმჯობესების იდეების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა საოპერაციო საკითხის მართვა და გუნდური ამოცანის შესრულება.

ვის ვეძებთ?
  • სტუდენტს ან ახლად კურსდამთავრებულს;
  • ადამიანს, რომელსაც აინტერესებს HR, ბიზნესის მართვა ან პროექტების კოორდინაცია;
  • ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პიროვნებას;
  • ადამიანს, რომელსაც უყვარს წესრიგი, დაგეგმვა და პროცესების კონტროლი;
  • ძლიერ კომუნიკატორს;
  • პასუხისმგებლიან და პროაქტიულ ადამიანს;
  • Google Workspace-ისა და Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნით;

პრიორიტეტულია თუ გაქვს:
  • HR მიმართულებით სტაჟირების ან სამუშაო გამოცდილება
  • Excel ან Google Sheets-ის კარგი ცოდნა
  • პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან შეხება (Trello, Notion, ClickUp და სხვა)

რას გთავაზობთ?
  • ანაზღაურებადი სტაჟირება — 600₾ (net);
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 5 საათი;
  • სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
  • 6 თვიანი განვითარების პროგრამა;
  • რეალურ ბიზნეს პროცესებში მონაწილეობა;
  • გამოცდილება HR, Operations და Project Management მიმართულებით;
  • პროფესიული განვითარების სწრაფი შესაძლებლობა;
  • მეგობრული და თანამედროვე სამუშაო გარემო;
  • შესაძლებლობა, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში გახდე Game Zone-ის სრულფასოვანი გუნდის წევრი.

ეს პოზიცია შენთვისაა თუ...
გინდა ნახო, როგორ იმართება რეალური ბიზნესი კულისებს მიღმა.
გაინტერესებს ადამიანები, პროცესები, პროექტები და ორგანიზაცია.

არ გინდა უბრალოდ დავალებების შესრულება — გინდა ისწავლო, გაიზარდო და გავლენა მოახდინო კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია,
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები