შემდეგი
დღეს - 17 ნოე
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია, HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
კომპანია "Game Zone" აცხადებს ვაკანსიას HR-ისა და ოპერაციების სტაჟიორის პოზიციაზე.
თუ გინდა კარიერა დაიწყო არა უბრალოდ სტაჟირებით, არამედ რეალურ ბიზნესში, სადაც ყოველდღიურად მონაწილეობ გადაწყვეტილებების მიღებაში, პროექტების მართვაში და კომპანიის განვითარებაში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
Game Zone უკვე 16 წელია საქართველოს გეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.
დღეს ჩვენ გვაქვს 3 ფილიალი თბილისში, ონლაინ პლატფორმა, ათასობით ერთგული მომხმარებელი და PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და უშუალოდ ჩაერთვება როგორც HR, ასევე ოპერაციული პროცესების მართვაში.
რას გააკეთებ?
HR მიმართულება
- თანამშრომელთა დოკუმენტაციისა და პერსონალური ფაილების ორგანიზება;
- შვებულებების, გამოსაცდელი ვადებისა და სხვა HR პროცესების მონიტორინგი;
- ვაკანსიების განთავსება და კანდიდატებთან კომუნიკაცია;
- გასაუბრებების ორგანიზება და კოორდინაცია;
- ახალი თანამშრომლების ონბორდინგ პროცესში მონაწილეობა;
- შიდა ტრენინგებისა და გუნდური აქტივობების დაგეგმვაში ჩართვა;
Operations მიმართულება
- მენეჯერულ შეხვედრებზე დასწრება და შეხვედრის ოქმების მომზადება;
- მიმდინარე პროექტებისა და დავალებების ტრეკინგი;
- გუნდის წევრებთან კომუნიკაცია დავალებების სტატუსების განახლების მიზნით;
- Deadline-ების კონტროლი და Follow-Up პროცესების მართვა;
- KPI მონაცემების შეგროვება და რეპორტების მომზადება;
- მიმდინარე პროექტების შესახებ სტატუს-რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- პროცესების გაუმჯობესების იდეების შემუშავებაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა საოპერაციო საკითხის მართვა და გუნდური ამოცანის შესრულება.
ვის ვეძებთ?
- სტუდენტს ან ახლად კურსდამთავრებულს;
- ადამიანს, რომელსაც აინტერესებს HR, ბიზნესის მართვა ან პროექტების კოორდინაცია;
- ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პიროვნებას;
- ადამიანს, რომელსაც უყვარს წესრიგი, დაგეგმვა და პროცესების კონტროლი;
- ძლიერ კომუნიკატორს;
- პასუხისმგებლიან და პროაქტიულ ადამიანს;
- Google Workspace-ისა და Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნით;
პრიორიტეტულია თუ გაქვს:
- HR მიმართულებით სტაჟირების ან სამუშაო გამოცდილება
- Excel ან Google Sheets-ის კარგი ცოდნა
- პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან შეხება (Trello, Notion, ClickUp და სხვა)
რას გთავაზობთ?
- ანაზღაურებადი სტაჟირება — 600₾ (net);
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 5 საათი;
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
- 6 თვიანი განვითარების პროგრამა;
- რეალურ ბიზნეს პროცესებში მონაწილეობა;
- გამოცდილება HR, Operations და Project Management მიმართულებით;
- პროფესიული განვითარების სწრაფი შესაძლებლობა;
- მეგობრული და თანამედროვე სამუშაო გარემო;
- შესაძლებლობა, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში გახდე Game Zone-ის სრულფასოვანი გუნდის წევრი.
ეს პოზიცია შენთვისაა თუ...
გინდა ნახო, როგორ იმართება რეალური ბიზნესი კულისებს მიღმა.
გაინტერესებს ადამიანები, პროცესები, პროექტები და ორგანიზაცია.
არ გინდა უბრალოდ დავალებების შესრულება — გინდა ისწავლო, გაიზარდო და გავლენა მოახდინო კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია,
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები