დღეს - 17 ნოე
სტანდარტი
მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 12000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
    გაყიდვები გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური,რუსული
IK Consulting პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს / Chief Marketing & Sales Officer.

ძირითადი ინფორმაცია:
  • სფერო: მშენებლობა / დეველოპმენტი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • ხელფასი: 12 000 ლარიდან ხელზე, გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

ვეძებთ გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც მართავს მარკეტინგის, გაყიდვების, PR-ისა და კომუნიკაციების მიმართულებებს, შეიმუშავებს და განახორციელებს კომპანიისა და დეველოპერული პროექტების ერთიან სტრატეგიას ამ მიმართულებებით, გააძლიერებს ბრენდსა და კომპანიის რეპუტაციას და უზრუნველყოფს გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის, ბრენდის პოზიციონირებისა და უნიკალური ღირებულებითი შეთავაზების შემუშავება და განხორციელება;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა. ახალი პროექტების ბაზარზე წარდგენის, რებრენდინგისა და სხვა სტრატეგიული კომერციული ინიციატივების ხელმძღვანელობა;
  • გაყიდვების გეგმების, ბიუჯეტებისა და პროგნოზების მომზადება, შესრულების კონტროლი. ფასების, გადახდის პირობებისა და კომერციული შეთავაზებების ფორმირება;
  • გაყიდვების არხებისა და საბროკერო პარტნიორობების განვითარება. სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკება და მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა;
  • ინტეგრირებული კამპანიებისა და ციფრული მარკეტინგის მართვა, მათ შორის SMM, SEO და ფასიანი რეკლამა. ლიდების მოზიდვისა და კონვერსიის გაუმჯობესება;
  • CRM-ისა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესების განვითარება - პირველადი დაინტერესებიდან გარიგების დასრულებამდე; ვებგვერდის, ციფრული არხების, მომხმარებლის გამოცდილებისა და ლოიალობის პროგრამების გაუმჯობესება;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების ერთიანი ანალიტიკისა და KPI-ების დანერგვა. მედიადაგეგმვა, ხარჯების ეფექტიანობისა და მარკეტინგული ინვესტიციის უკუგების შეფასება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და კორპორატიული კომუნიკაციების სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა, მედიასთან ურთიერთობა, კომპანიის რეპუტაციის გაძლიერება და კრიზისული კომუნიკაციების მართვა;
  • გუნდების ჩამოყალიბება, განვითარება და შედეგების მართვა. მოტივაციის სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა, სააგენტოებისა და კონტრაქტორების მართვა;
  • პრიორიტეტული პროექტების მართვა მიზნების, პასუხისმგებელი პირების, ვადებისა და შედეგების განსაზღვრით. ფინანსებთან, IT-სთან, პროექტების განვითარების გუნდსა და სხვა ფუნქციებთან კოორდინაცია;
  • პროექტების პროგრესის, ხარისხის, საბიუჯეტო გადახრებისა და რისკების მონიტორინგი. შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრა და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
  • ერთიანი სამუშაო სტანდარტების, ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა პროცესების გამჭვირვალობის, სისწრაფისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.

ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს:
  • მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობისა და გუნდების მართვის გამოცდილება;
  • მსხვილი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესებში ეფექტურად ჩართვისა და მათი სტრატეგიულად მართვის უნარი;
  • ბრენდის განვითარებითა და გაყიდვების ზრდით მიღწეული, გაზომვადი ბიზნესშედეგები;
  • გაყიდვების დაგეგმვის, პროგნოზირების, ფასების ფორმირებისა და კომერციული მოლაპარაკებების გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის, ბრენდის მართვის, CRM-ისა და მომხმარებლის გამოცდილების განვითარების ცოდნა;
  • PR-ის, კორპორატიული და კრიზისული კომუნიკაციების მართვის გამოცდილება;
  • რთული პროექტებისა და სხვადასხვა ფუნქციის გუნდების კოორდინაციის გამოცდილება;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, კომერციული ხედვა, გუნდის ხელმძღვანელობის, მოტივირებისა და განვითარების, ასევე ინოვაციური იდეების გაზომვად შედეგებად გარდაქმნის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საქმიანი კომუნიკაციისთვის საჭირო დონეზე.
  • დეველოპერულ / უძრავი ქონების სექტორში მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია,
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები