დღეს - 17 ნოე
სერვისის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,ინგლისური
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე, კომპანია - ელტეგისთვის, რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ლიფტების, ექსკალატორების, საპარკინგე სისტემების მონტაჟსა და სერვისს.
პოზიციზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტს, რომელიც მზად იქნება პროფესიონალური მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს, დროულად დაადგინოს და აღმოფხვრას შეფერხების მიზეზები.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები:
  • დანადგარების გეგმიური და ავარიული ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების ჩანაცვლება;
  • დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, პოტენციური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა;
  • ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება, დაზიანების მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება;
  • ახალი ობიექტების დანადგარების ტექნიკური შემოწმება და სერვისზე გადმობარების პროცესში მონაწილეობა;
  • სათადარიგო ნაწილებზე ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მოთხოვნების მომზადება და მათი სპეციფიკაციების, ზომების, ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალური მასალის ზუსტად დოკუმენტირება;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ სერვის-რეპორტების, აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
  • ლიფტის შახტებისა და ტექნიკური სივრცეების უსაფრთხო და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ტექნიკური მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება;
  • ელექტრიკოსად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა;
  • მექანიკური სისტემებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე maia.doborjginidze@stream.com.ge

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები