დღეს - 17 ნოე
გენერალური მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კომპანიის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კომპანიის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,ინგლისური
ვაცხადებთ ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კომპანიისთვის DEPO Car Wash & Detailing.
DEPO Detailing (იგივე Depo Shop) არის ავტომობილების მოვლისა და დეთაილინგის სერვისცენტრი თბილისში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების სიღრმისეულ წმენდას, აღდგენასა და დამცავ პროცედურებს.
პოზიციაზე მივესალმებით ავტოინდუსტრიაში გათვითცნობიერებულ კანდიდატებს, რომლებთაც აქვთ გუნდის მართვის გამოცდილება და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი.

სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 117
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00, შაბათი: 10:00 – 14:00 ანაზღაურება: 2500 ლარიდან (კონკრეტული თანხა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი

KPIs / Goals:
  • ყოველთვიური შემოსავლისა და წმინდა მოგების ზრდის მაჩვენებლები;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების დონე და განმეორებითი ვიზიტების წილი;
  • საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • პერსონალის სტაბილურობა;
  • საწყობის ბრუნვადობა და ინვენტარიზაციის სიზუსტე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სერვისცენტრისა და მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის სრული ზედამხედველობა და მართვა;
  • მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა, კონტროლი და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია (რიგები, დროის მენეჯმენტი, სერვისების ორგანიზება);
  • პერსონალის (დეთეილერები, ადმინისტრაცია) შერჩევა, ტრენინგი, მოტივაცია, შეფასება, სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების კოორდინაცია;
  • გუნდისთვის KPI-ების დაწესება, შესრულების მონიტორინგი, დისციპლინის კონტროლი და კონფლიქტების მოგვარება;
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების ოპტიმიზაცია, მომგებიანობის ზრდაზე ზრუნვა და ფასწარმოქმნის სტრატეგიაში მონაწილეობა;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ფინანსური/საოპერაციო ანგარიშგების მომზადება დამფუძნებელთან/დირექტორთან;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა, პრეტენზიების ოპერატიული მოგვარება და ლოიალობის პროგრამების განვითარება;
  • გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი როგორც სერვისის, ისე პროდუქციის მიმართულებით;
  • მარკეტინგული აქტივობების (აქციები, შეთავაზებები, სოციალური მედია) დაგეგმვაში მონაწილეობა და ახალი B2B/საბითუმო კლიენტების მოზიდვა;
  • DepoShop-ის პროდუქციის მარაგების (ქიმია, აქსესუარები, ინვენტარი) მართვა, საწყობის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის სიზუსტის კონტროლი;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების დაგეგმვა და ოპტიმალურ პირობებზე მოლაპარაკება;
  • აღჭურვილობის გამართულობის, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა და ბიზნესის გაფართოების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2-3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება (სასურველია რითეილის, სერვისცენტრის, HoReCa-ს ან მომსახურების სფეროში);
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით);
  • გუნდის ეფექტური მართვის, მოტივირებისა და ლიდერობის უნარი;
  • ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის უნარი — ბიუჯეტირების, ხარჯების ანალიზისა და ანგარიშგების წარმოების გამოცდილება;
  • საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნესის ოპტიმიზაციის უნარი;
  • MS Office-ისა და საბუღალტრო/სასაწყობო პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ავტომობილების დეთაილინგის/სამრეცხაო ინდუსტრიის ან ავტო-პროდუქტების სფეროს სპეციფიკის ცოდნა/ინტერესი;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.


დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე maia.doborjginidze@stream.com.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კომპანიის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები