დღეს - 17 ნოე
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
ქუთაისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება
  • ენები: ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში და ქუთაისი / ზუგდიდის ფილიალებში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას:
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 40-საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან

სამუშაო ლოკაციები:
  • თბილისი - ცენტრალური ოფისი
  • ზუგდიდი / ქუთაისი - ფილიალი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • “გორგიას” მაღაზიათა ქსელში სალარო სისტემებისა და POS ტერმინალების გამართული და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო პროცესის შეფერხების გამომწვევი IT ინციდენტების პრიორიტეტული დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ტექნიკურ გუნდებთან ან მომსახურების მომწოდებლებთან კოორდინაცია;
  • კომპანიის თანამშრომლების ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა დისტანციურად და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე;
  • შემოსული IT მოთხოვნებისა და ინციდენტების მიღება, დიაგნოსტირება და დამუშავება; ტექნიკური პრობლემების ანალიზი, ოპერატიული აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ტექნიკურ გუნდთან ესკალაცია;
  • კომპიუტერების, ლეპტოპების, პრინტერებისა და სხვა IT მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში, პირველადი დიაგნოსტიკა, შესაბამის მომსახურე ვენდორთან ინციდენტის რეგისტრაცია და საჭირო ლოგისტიკის ორგანიზება.
  • Windows ოპერაციული სისტემებისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება;
  • თანამშრომლების სამუშაო გარემოს მომზადება და საჭირო IT რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.
  • კომპანიაში არსებული IT ტექნიკისა და მოწყობილობების აღრიცხვის, გადაადგილებისა და ლოგისტიკის დადგენილი პროცედურების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • IT მხარდაჭერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • POS ტერმინალებთან და სავაჭრო ობიექტების სალარო სისტემებთან მუშაობის, მათი ტექნიკური მხარდაჭერისა და გაუმართაობების დიაგნოსტირების პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Windows ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
  • კომპიუტერული აპარატურის (Hardware) აგებულების, მუშაობის პრინციპებისა და დიაგნოსტირების ცოდნა;
  • კომპიუტერული ტექნიკის აწყობის, ინსტალაციისა და კონფიგურაციის პრაქტიკული უნარები;
  • კომპიუტერული ქსელების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, LAN, Wi-Fi, DHCP, DNS);
  • ქსელური მოწყობილობებისა და პერიფერიული ტექნიკის მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • IT მხარდაჭერისა და ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტირების პრინციპების ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამებისა და Outlook-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გასაგებად.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
  • Microsoft Active Directory-სთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება (მომხმარებლების შექმნა და მართვა, კომპიუტერების დომენში გაწევრიანება);
  • Windows დომენურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • IT მოთხოვნებისა და ინციდენტების მართვის სისტემებთან (Help Desk / Ticketing System) მუშაობის გამოცდილება;
  • 1C-ის სამომხმარებლო გარემოს ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება;
  • სავაჭრო ქსელის ან მრავალფილიალიანი ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • ტექნიკური პრობლემების სწრაფი ანალიზისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დინამიკურ სამუშაო გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები