დღეს - 15 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,ქართული
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას: სერვის ექსპერტი - ახალგაზრდული სეგმენტი
დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 26/10/2026
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, ახალგაზრდული სეგმენტის მიმართლებაში ვეძებთ სერვის ექსპერტს!
პოზიცია მოიცავს ახალგაზრდული სეგმენტის პროდუქტების, მომხმარებლის გამოცდილების, მარკეტინგული აქტივობების, პარტნიორობებისა და ანალიტიკის მიმართულებების კოორდინაციას. სეგმენტის სტრატეგიის განხორციელებას და მისი ბიზნეს შედეგების მიღწევას. თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და ტექნოლოგიურ გუნდთან, განსაზღვრავს პრიორიტეტებს, მართავს ინიციატივების განხორციელების პროცესს და ზრუნავს ახალგაზრდული სეგმენტის მომხმარებელთა ბაზის ზრდაზე, ჩართულობასა და ლოიალობაზე.
ძირითადი მოვალეობები
სტრატეგიის განხორციელება და ბიზნეს შედეგები
სეგმენტის სტრატეგიის საფუძველზე სამოქმედო გეგმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;
მომხმარებელთა ბაზის ზრდის, გააქტიურების, ჩართულობისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
სეგმენტის შედეგების მონიტორინგი, რისკებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზში მონაწილეობა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება.
პროდუქტები და ღირებულებითი შეთავაზება
- მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების ღირებულებითი შეთავაზების განვითარება — ბარათების, ციფრული არხების, დანაზოგების, ლოიალობისა და ყოველდღიური საბანკო პროდუქტების მიმართულებით;
- საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესწავლა და ახალგაზრდულ სეგმენტზე მორგებული ინიციატივების განვითარება;
- მომხმარებელთა საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით განსხვავებული შეთავაზებების შემუშავება;
- ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან ერთად;
- მშობლებისა და ოჯახის წევრების შეთავაზებების ახალგაზრდული სეგმენტის პროდუქტებთან ინტეგრირების ხელშეწყობა.
მომხმარებლის გამოცდილება და სასიცოცხლო ციკლის მართვა
- მომხმარებლის გამოცდილების განვითარება პირველადი დაინტერესებიდან რეგისტრაციამდე, პროდუქტების აქტიურ გამოყენებამდე და ზრდასრულთა სეგმენტში გადასვლამდე;
- მომხმარებლის მოზიდვის, გააქტიურების, ჩართულობისა და შენარჩუნების ინიციატივების კოორდინაცია;
- მომხმარებელთა უკუკავშირისა და ქცევითი მონაცემების გამოყენება პროდუქტებისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად;
- ციფრულ და ფიზიკურ არხებში მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
მარკეტინგული აქტივობები და პარტნიორობები
- წლიური კამპანიების სტრატეგიის საფუძველზე სამოქმედო გეგმების შემუშავება და სეზონური აქტივობების პრიორიტეტიზაცია;
- მარკეტინგული კამპანიებისა და რეგიონული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
- მომხმარებელთა სეგმენტაციაზე, პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და CRM არხების ეფექტიან გამოყენებაზე მუშაობა;
- საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება;
- ფინანსური განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარებაში მონაწილეობა.
ანალიტიკა და პროექტების მართვა
- სეგმენტის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება;
- სეგმენტის ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზში მონაწილეობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
- სეგმენტისა და პარტნიორობების მიმართულებით პროექტების მართვა — ვადების, დამოკიდებულებების, რისკებისა და ჩართული მხარეების კოორდინაცია.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის, მონაცემთა ანალიტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- საბანკო, საფინანსო ტექნოლოგიების (Fintech) ან ციფრული პროდუქტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პროდუქტების მართვის, მომხმარებელთა სეგმენტების განვითარების, მომხმარებლის გამოცდილების (CX) ან მომხმარებელთა ჩართულობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობით პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვისა და შედეგამდე მიყვანის გამოცდილება;
- მონაცემთა ანალიზისა და მენეჯერული ანგარიშგების მომზადების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა — მენეჯერული კომუნიკაციისა და პრეზენტაციების დონეზე.
- Power BI-ის, SQL-ის ან სხვა ანალიტიკური პლატფორმების გამოყენების გამოცდილება;
- CRM/CDP სისტემებისა და მარკეტინგული ავტომატიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა;
- ახალგაზრდულ ან მასობრივ სეგმენტთან, ლოიალობის პროგრამებთან ან ციფრული პროდუქტების დანერგვასთან მუშაობის გამოცდილება;
- სტრატეგიული პარტნიორობებისა და ეკოსისტემური პროექტების მართვის გამოცდილება.
- პროდუქტის მომგებიანობის ანალიზის გამოცდილება
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/Cp8SX
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

