დღეს - 14 ნოე
IT სპეციალისტი
თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მენეჯმენტი, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მენეჯმენტი, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები კომპიუტერული და ქსელის უსაფრთხოება, პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები, ინტერნეტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი
  • ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
ბი თი ქეი აი რეილვეის აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის აღწერა:
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • MikroTik და არამართვადი როუტერების კონფიგურაცია, ადმინისტრირება (RouterOS): firewall, NAT, DHCP, VLAN, ტრაფიკის მართვა
  • ქსელის (LAN/WAN) აგების, დიაგნოსტიკისა და პრობლემების აღმოფხვრის უნარი, TCP/IP და DNS-ის ცოდნა
  • Windows Server-ის ადმინისტრირება: მომხმარებლების ანგარიშებისა და წვდომების (უფლებების) მართვა, ფაილ-საცავის ადმინისტრირება, სარეზერვო ასლების (backup) შექმნა, აღდგენა და მონიტორინგიკომპიუტერების, საოფისე და სხვა საჭირო პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და პრობლემების აღმოფხვრა
  • პრინტერებისა და სკანერების ქსელში ჩართვა და გამართვა (IP მისამართები, დრაივერები, გაზიარება, გაუმართაობის დიაგნოსტიკა და ტონერის/ბარაბნის მდგომარეობის კონტროლი
  • IP კამერების, DVR/NVR-ისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ავტონომიური კამერების კონფიგურაცია, ქსელში ჩართვა, დისტანციური წვდომის გამართვა და დიაგნოსტიკა
  • დომენებისა და ჰოსტინგის მართვა: DNS ჩანაწერები (A, MX, TXT და სხვა), ელფოსტის ანგარიშების გამართვა, ვადების კონტროლი
  • თანამშრომელთა ტექნიკური მხარდაჭერა და გაუმართაობების დროული აღმოფხვრა (ადგილზე და დისტანციურად)
  • ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ანტივირუსი, განახლებები, პაროლებისა და წვდომების პოლიტიკა, ქსელის დაცვა
  • სარკინიგზო ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება
  • საკონფერენციო ოთახის აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
  • უმაღლესი განათლება (IT)
სამუშაო გამოცდილება:
  • მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით

პროფესიული ცოდნა და უნარები:
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების ცოდნა
  • ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა
  • ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირების და ოპერატიულად გადაჭრის უნარი
  • ქართული და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • მოქნილობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის

საბუთების წარმოდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge

NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მენეჯმენტი,
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები