დღეს - 13 ნოე
სტანდარტი
კომპიუტერების ტექნიკოსი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@itw.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 - 1500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შეკეთება / მონტაჟი
კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ITWorks ეძებს კომპიუტერების ტექნიკოსს, რომელსაც კომპიუტერული ჰარდვერისა და სოფტვერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
უპირატესობად ჩაითვლება:
სამუშაო პირობები:
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: jobs@itw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „კომპიუტერების ტექნიკოსი“.
შეგიძლიათ CV-ს დაურთოთ თქვენი გამოცდილების მოკლე აღწერა — რა ტიპის სისტემებთან გიმუშავიათ და რა ტექნიკური პრობლემები გადაგიჭრიათ დამოუკიდებლად.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერების აწყობა, განახლება და გამართულობის შემოწმება;
- კომპიუტერებისა და მათი კომპონენტების დიაგნოსტიკა, გაუმართაობის მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა;
- ოპერაციული სისტემების, დრაივერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და გამართვა;
- BIOS-ის განახლება და პარამეტრების სწორად კონფიგურაცია;
- სისტემის სტაბილურობის, წარმადობისა და ტემპერატურების ტესტირება;
- კომპიუტერების გაწმენდა და თერმო პასტების შეცვლა.
- საგარანტიო და არასაგარანტიო სერვისში შემოსული ტექნიკის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;
- მომხმარებლისთვის ტექნიკური საკითხების გასაგებად ახსნა და რეკომენდაციების მიცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
- კომპიუტერული ჰარდვერისა და სოფტვერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
- თანამედროვე პროცესორების, ვიდეო ბარათების, დედა დაფების, ოპერატიული მეხსიერებისა და სხვა კომპონენტების ცოდნა;
- კომპონენტების თავსებადობის სწორად განსაზღვრისა და კომპიუტერის დამოუკიდებლად აწყობის უნარი;
- ჰარდვერული და პროგრამული პრობლემების დიაგნოსტიკის პრაქტიკული გამოცდილება;
- Windows-ის ინსტალაციის, გამართვისა და პრობლემების აღმოფხვრის ცოდნა;
- სადიაგნოსტიკო და სტრესტესტის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების ინგლისურ ენაზე გაგების უნარი;
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება;
- სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდთან და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია.
უპირატესობად ჩაითვლება:
- კომპიუტერულ სერვისში მუშაობის გამოცდილება;
- Gaming და Workstation სისტემების აწყობისა და გამართვის გამოცდილება;
- ლეპტოპების დიაგნოსტიკისა და მომსახურების ცოდნა;
- ქსელებისა და ქსელური მოწყობილობების გამართვის საბაზისო ცოდნა;
- კომპიუტერული ტექნოლოგიების სიახლეებისადმი ინტერესი და ცოდნის მუდმივად განახლების სურვილი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი / 78ა;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-20:00
- ანაზღაურება: 1200-1500₾ ფიქსირებული / გამოცდილების მიხედვით + ბონუსი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: jobs@itw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „კომპიუტერების ტექნიკოსი“.
შეგიძლიათ CV-ს დაურთოთ თქვენი გამოცდილების მოკლე აღწერა — რა ტიპის სისტემებთან გიმუშავიათ და რა ტექნიკური პრობლემები გადაგიჭრიათ დამოუკიდებლად.
შეკეთება / მონტაჟი
კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
