დღეს - 13 ნოე
სტანდარტი
დღის ოპერატორი
თბილისი
კომპანია
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1600

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დღის ოპერატორის პოზიციაზე.

რას მოიცავს პოზიცია?
  • შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;
  • მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;
  • შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
  • მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
  • მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება;

ვის ვეძებთ?
  • ქოლ/ცენტრის - ოპერატორის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

ტრენინგი
სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს.

სამუშაო პირობები
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ან 09:00-18:00
  • ანაზღაურება: 1600 ლარი დარიცხული.

ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ:
  • სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას;
  • დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები