15 ოქტ - 14 ნოე
უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი
საქართველოს მასშტაბით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ციფრული მარკეტინგი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა აზარტული თამაშები და კაზინოები მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): მაგისტრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ტალენტ ჰანთერს ჰაბ აცხადებს ვაკანსიას Junior Marketing Specialist-ის პოზიციაზე

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ Junior Marketing Specialist-ს უკრაინული პროდუქტული IT კომპანიის (iGaming სფერო) ინტერნეტმარკეტინგის დეპარტამენტში.

ეს პოზიცია შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება digital marketing-ის მიმართულებით, ახალი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება და დინამიკურ გუნდში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Google Sheets-ის ან Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა;
  • დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი და მონაცემებთან და ტექნიკურ პარამეტრებთან მუშაობისას დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისტემური მიდგომა სამუშაოსადმი;
  • დავალებების შესრულებისას პროაქტიულობა, სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობისა და სამუშაოს სტრუქტურირების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • რუსული ენის თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირად, ისე წერილობით — აუცილებელია გუნდთან და ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • სარეკლამო კამპანიების გაშვებაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებთან კომუნიკაცია და მათი უწყვეტი მუშაობისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა (მობილური აპლიკაციები, PWA, ლენდინგ-გვერდები, სარეკლამო ბმულები);
  • პროდუქტების სრული სამუშაო ციკლის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება: მომზადება, ტესტირება, განახლება და ტექნიკური პრობლემების ოპერატიულად მოგვარება - უშალო ხელმძღვანელის(უფროსის) დახმარებით, რჩევებით და მითითებებით.
  • ტექნიკური კავშირების გამართვა და მათი სწორად მუშაობის შემოწმება: ბმულები, გადამისამართებები (redirects), ტრეკინგი და postback-ები;
  • პროდუქტების ხარისხისა და სტაბილურობის კონტროლი, მათი გამართულად მუშაობის მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული ჩანაცვლება;
  • ანგარიშების მომზადება და წარმოება, შიდა მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების (Google Sheets / Excel) განახლება და აქტუალურობის უზრუნველყოფა.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • digital marketing-ისა და სარეკლამო კამპანიების გაშვების პროცესების საბაზისო ცოდნა;
  • სარეკლამო ბმულებთან, ტრეკინგთან და ვებპროდუქტებთან მუშაობის საბაზისო ტექნიკური უნარები;
  • Keitaro-სთან ან სხვა ტრეკინგ-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:
  • სრულად დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების, ასევე ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას;
  • digital marketing-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას უშალოდ სფეროს სპეციალისტებისგან-ხელმძღვანელობისგან;
  • საინტერესო და მრავალფეროვან ამოცანებზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენას;
  • გუნდთან თანამშრომლობისა და მარკეტინგული პროცესების პრაქტიკაში შესწავლის შესაძლებლობას;
  • სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–20:00 (საქართველოს დროით), ერთსაათიანი შესვენებით;
  • ანაზღაურებად შვებულებასა და ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად გაცდენის დღეებს.

თუ გსურთ პროფესიული განვითარება მარკეტინგის სფეროში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე — მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით!

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: h.siniakova@thhub.io
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები