დღეს - 11 ნოე
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
„ჰოუმ დიზაინ გალერი“ — ევროპული ავეჯისა და სახლის დიზაინის შოურუმი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი ავეჯის, განათების, დეკორაციებისა და პრემიუმ მასალების გამორჩეულ კოლექციას.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
- მომხმარებლის დახვედრა და შოურუმში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება სოციალურ ქსელების მეშვეობით და გაყიდვების ხელშეწყობა;
- პროექტებისთვის მოლაპარაკებების წარმოება და საჭირო პროდუქციის შესყიდვის კოორდინირება, დოკუმენტაციის მომზადება და მონიტორინგი;
- ბუღალტერიასთან, შესყიდვებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ფასების გამოთვლა და ელექტრონულად ატვირთვა;
- სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
