შემდეგი
დღეს - 22 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
კომერციული უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):უძრავი ქონება
კომერციული უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ქართული
„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ეძებს ტექნიკურ მენეჯერს თბილისში არსებული მოლისთვის. პოზიცია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც შეუძლია ობიექტის სრული ტექნიკური მხარდაჭერა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ტექნიკური გუნდის ეფექტიანი ხელმძღვანელობა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- მოლის სრული ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- ობიექტებზე ტექნიკური საშუალებების გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- სამუშაო სივრცეების მუდმივი მონიტორინგი, რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება (მათ შორის საფრთხის შემცველი ტექნიკური საშუალებების გამოვლენა და აღრიცხვა);
- საინჟინრო, სახანძრო და ელექტრო გაყვანილობების უსაფრთხოების დაცვა, გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა; ავარიულ შემთხვევებში დროული რეაგირება;
- მესამე პირებთან, მათ შორის მოიჯარეებთან, მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა;
- დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური გუნდის კომპეტენციების განსაზღვრა, შესრულებული სამუშაოების კონტროლი. კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
- ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა, განაწილება და კონტროლი; დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამოვლენა და დროული რეაგირება;
- ობიექტებზე ჩასატარებელი სარემონტო-სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სრული პროცესის მართვა (კონტრაქტორების მოძიება, დოკუმენტაციის მართვა, შესყიდვების პროცესი);
- საინჟინრო ან სარემონტო/სამონტაჟო ნახაზების, ასევე შეთანხმებული პირობების საფუძველზე, მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
- საიჯარო ფართების მოიჯარეებისთვის გადაცემის დროს ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და გადაცემის კონტროლი; მოიჯარეების მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელების დროს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა.
- შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი - აუცილებელი)
- მინიმუმ 4-5 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის (Technical Manager) პოზიციაზე. სასურველია - უძრავი ქონების ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში
- ქართული ენის მშობლიურ დონეზე ფლობა
- MS Office პროგრამების ცოდნა
საჭირო უნარები
- ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- გუნდის ეფექტიანად მართვისა და ლიდერობის უნარი
- პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისა და ეფექტიანად გადაჭრის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ბენეფიტები:
- სამედიცინო დაზღვევა
- ფასდაკლება ჯგუფში შემავალ ობიექტებზე
კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება პროფესიული კრიტერიუმების, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დაცვით. აპლიკაციაში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0