დღეს - 10 ნოე
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
სს მისო „ლაზიკა კაპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახის ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების, რეგულარული ფინანსური ანგარიშგებებისა და პროგნოზების მომზადება;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მმართველობითი ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ფინანსური სცენარებისა და საპროგნოზო მოდელების შემუშავება და განახლება;
  • ანალიზის შედეგების ვიზუალიზაცია და პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის;
  • ბიზნესინიციატივებისა და ახალი პროდუქტების ფინანსური ეფექტიანობის შეფასება;
  • ფინანსური მონაცემების დამუშავებისა და ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაციაში მონაწილეობა;
  • ფინანსური ანალიზის მეთოდოლოგიისა და შიდა ანგარიშგების სისტემების გაუმჯობესებაში მომნაწი;ეობის მიღება;;

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
  • სასურველია მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
  • აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. MS Excel-ში მონაცემების დამუშავების უნარი;
  • ფინანსური ანალიზის, ბუღალტერიისა და ბიუჯეტირების პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
  • ფინანსური მოდელირებისა და პროგნოზირების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • საბანკო, მიკროსაფინანსო ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება;
  • Power BI-ის, Power Query-ის ან SQL-ის ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და ვადების დაცვა;
  • ინიციატივიანობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები