12 ოქტ - 10 ნოე
ექთანი
თბილისი, საბურთალო, კ. ქუთათელაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო საექთნო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო საექთნო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შერჩევას ექთნის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
სამუშაო გრაფიკი - განიხილება როგორც სრული,ისე ნახევარი განაკვეთი. სრული განაკვეთი -კვირაში 40 სთ, ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • სამედიცინო დახმარებას უწევს მოულოდნელად ავად გამხდარ სტუდენტებს და პერსონალს, ცალკე გადაყავს და უტარებს პირველად სამედიცინო დახმარებას. ექთანს არ აქვს მედიკამენტოზური ჩარევის უფლება, თუ აუცილებლობა მოითხოვს უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება;
  • აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში და აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას, როგორც სტუდენტების ასევე პერსონალის შესახებ;
  • უზრუნველყოფს სამედიცინო მასალების კონტროლს და მუდმივად ზრუნავს მათ განახლებაზე;
  • უზრუნველყოფს სამედიცინო ოთახის სისუფთავეს და სამედიცინო ნივთების და ხელსაწყოების დეზინფექციას;
  • მუდმივად ეცნობა სამედიცინო სიახლეებს და ზრუნავს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე;
  • ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია სტუდენტებსა და თანამშრომლებში. შესაბამისი ღონისძიებების გატარება უნივერსიტეტში;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; (შესაბამისი კითხვარების შევსება, ინფორმაციის დამუშავება, პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირებისათის დროული მიწოდება, ექსპერტებთან შეხვედრა, ინტერვიუ, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომებში მონაწილეობა და სხვ.);
  • უნივერსიტეტის „უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის წესის“ თანახმად მოქმედება საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • განათლება: ექთნის კვალიფიკაცია/განიხილებიან აგრეთვე მედიცინის პროგრამის სტუდენტები, მეოთხე კურსიდან;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი;

განაცხადის მიღება:
შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „ექთანი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 20 ოქტომბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 1 წლის ვადით დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები