დღეს - 08 ნოე
სტანდარტი
Corp ლიზინგის მენეჯერი (გაყიდვების მენეჯერი)
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ლიზინგის ღონისძიებები გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური
სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს დროებით ვაკანსიას Corp ლიზინგის მენეჯერი (გაყიდვების მენეჯერი) პოზიციაზე ავტოლიზინგის გუნდში.
თანამშრომლობის ვადა: 7–8 თვე
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
- კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
- დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
- დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება, მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
- სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცება;
- საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა;
- ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
- ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და ცვლილების მართვა;
- პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და/ან ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- აუცილებელია ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ფინანსურ, სალიზინგო და/ან სადაზღვეო სექტორში მიღებული სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- Microsoft Office (Excel, Word).
დამატებითი უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/nGGIuIBc
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
ლიზინგის ღონისძიებები
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
