დღეს - 17 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საოპერაციო დახმარება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: დროებითი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
საოპერაციო დახმარება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, საშუალო განათლება, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
“თიბისი”აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - საოპერაციო კოორდინატორი (ბიზნეს გიდები) - თბილისი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. გარდა ამისა, პოზიცია ითვალისწინებს პოტენციური მომხმარებლების მოძიებას, რაც ბაზრის კარგად ათვისების საშუალებას იძლევა.
ასისტენტის როლზე პროფესიული გამოცდილების და ცოდნის მიღების პროგრამის ხანგრძლივობაა: 6 თვემდე. წარმატებული ასისტენტები დაწინაურდებიან ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
პოზიციის მიზანი
საოპერაციო კოორდინატორის მთავარი მიზანია ფილიალში არსებული ბიზნეს გიდების საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია, მათი შედეგიანობის მხარდაჭერა და ბიზნეს მიმართულებით გაყიდვების პროცესის განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალში არსებული ბიზნეს გიდების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
- ბიზნეს გიდების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი;
- გუნდისთვის მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა;
- ბიზნეს გიდების გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- გუნდის წევრების მხარდაჭერა გაყიდვების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში ქოუჩინგი/უკუკავშირის მიწოდება;
- ბიზნეს კლიენტების საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებისა და შესაბამისი საბანკო პროდუქტების შეთავაზების ხელშეწყობა;
- ფილიალის ბიზნეს მიმართულების ზრდისა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- შესაბამის შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- ბიზნეს გიდებისთვის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ინიცირება.
კვალიფიკაცია
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერული ან გუნდის კოორდინაციის გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
- გუნდის მოტივაციისა და განვითარების უნარი;
- ორგანიზებულობა და პროცესების მართვის უნარი;
- ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
- ლიდერობა და გუნდის მართვა;
- გაყიდვების უნარები;
- კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- უკუკავშირის ეფექტურად მიწოდება;
- ბიზნეს ხედვა და კლიენტზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CgQwY
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
საოპერაციო დახმარება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში