დღეს - 07 ნოე
სტანდარტი
ბუღალტრის თანაშემწე
თბილისი
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე

აუცილებელი მოთხოვნები:
  • Excel-ის კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • Word-ისა და PDF-ის ზოგადი მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • საკომუნიკაციო საშუალებებით (WhatsApp, Gmail და სხვა) თავისუფლად მოხამრების უნარი;
  • მათემატიკის ცოდნა საშუალო დონეზე — პროცენტების გამოთვლა, წილადები და ძირითადი მათემატიკური მოქმედებები;
  • ბუღალტერიის ზოგადი თეორიული ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი დონე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და მომწოდებლებთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და ათვისების უნარი.

მოვალეობები:
  • ინვოისების შექმნა და მომხმარებლებთან გაგზავნა.
  • გამოწერილი ინვოისების მიხედვით ჩარიცხვების კონტროლი;
  • კომპანიისთვის გამოწერილი ინვოისების და მათთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტების დაკავშირება და ორგანიზება;
  • ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი თანამშრომლებისთვის დროულად მიწოდება;
  • ბუღალტრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება გამოწერილი და გამოსაწერი ინვოისების შესახებ;
  • ინვოისების ასახვა საბუღალტრო პროგრამასა და RS-ზე;
  • ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზებულად წარმოება და შენახვა;
  • ბუღალტრის დახმარება მიმდინარე ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოებაში.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. პოზიცია განკუთვნილია როგორც გამოცდილების მქონე, ისე დამწყები კანდიდატებისთვის. სასურველია განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწავლისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ:
  • პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • გამოცდილი ბუღალტრის დახმარებითა და მეთვალყურეობით მუშაობის დაწყებას;
  • ბუღალტერიის პრაქტიკული წარმოების, ოპერაციების დოკუმენტირებისა და საგადასახადო პროცესების შესწავლის შესაძლებლობას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა;
ანაზღაურება: 1000–1200 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება); შაბათი, 10:00–15:00;

დასაქმება განიხილება მხოლოდ ოფისიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: ntereladze@outlook.com

ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები