შემდეგი
დღეს - 07 ნოე
სტანდარტი
ბუღალტრის თანაშემწე
თბილისი
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: ntereladze@outlook.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე
აუცილებელი მოთხოვნები:
- Excel-ის კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- Word-ისა და PDF-ის ზოგადი მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- საკომუნიკაციო საშუალებებით (WhatsApp, Gmail და სხვა) თავისუფლად მოხამრების უნარი;
- მათემატიკის ცოდნა საშუალო დონეზე — პროცენტების გამოთვლა, წილადები და ძირითადი მათემატიკური მოქმედებები;
- ბუღალტერიის ზოგადი თეორიული ცოდნა;
- პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი დონე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და მომწოდებლებთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და ათვისების უნარი.
მოვალეობები:
- ინვოისების შექმნა და მომხმარებლებთან გაგზავნა.
- გამოწერილი ინვოისების მიხედვით ჩარიცხვების კონტროლი;
- კომპანიისთვის გამოწერილი ინვოისების და მათთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტების დაკავშირება და ორგანიზება;
- ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი თანამშრომლებისთვის დროულად მიწოდება;
- ბუღალტრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება გამოწერილი და გამოსაწერი ინვოისების შესახებ;
- ინვოისების ასახვა საბუღალტრო პროგრამასა და RS-ზე;
- ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზებულად წარმოება და შენახვა;
- ბუღალტრის დახმარება მიმდინარე ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოებაში.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. პოზიცია განკუთვნილია როგორც გამოცდილების მქონე, ისე დამწყები კანდიდატებისთვის. სასურველია განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწავლისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
რას გთავაზობთ:
- პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- გამოცდილი ბუღალტრის დახმარებითა და მეთვალყურეობით მუშაობის დაწყებას;
- ბუღალტერიის პრაქტიკული წარმოების, ოპერაციების დოკუმენტირებისა და საგადასახადო პროცესების შესწავლის შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა;
ანაზღაურება: 1000–1200 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება); შაბათი, 10:00–15:00;
დასაქმება განიხილება მხოლოდ ოფისიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: ntereladze@outlook.com
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები