შემდეგი
დღეს - 07 ნოე
ტექნიკური მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: stepupvacancy@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი, ტექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 2500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი, ტექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
,,ექსოლოტ ინვესტმენტსი” სტაბილურად მზარდი ქართული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება კომერციული უძრავი ქონების სექტორზე. ჩვენი უპირველესი მიზანი, მაღალი ღირებულების მქონე აქტივების შეძენისა და განვითარების გზით საინვესტიციო პორტფელების გაძლიერებაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ბაზარზე ნდობის გაღრმავება, მყარი და საიმედო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. „ექსოლოტ ინვესტმენტსის“ მთავარი საქმიანობა გამორჩეული კომერციული სივრცეების შექმნაა ისეთი ინდუსტრიების წამყვანი კომპანიებისთვის, როგორებიცაა : საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა, საბანკო მომსახურება და სხვა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.exolot.ge
"ექსოლოტ ინვესტმენტს" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: მ.კოსტავას 14;
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი + ბონუსი(დახურული პროექტიდან)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
"ექსოლოტ ინვესტმენტს" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: მ.კოსტავას 14;
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი + ბონუსი(დახურული პროექტიდან)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შესყიდული უძრავი ქონების მომავალი მოიჯარის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა (შავი კარკასის ფარგლებში სამუშაოები);
- სამუშაოების დაგეგმვა და კონტრაქტორების მოძიება;
- სამუშაოების დეტალური გეგმის შემუშავება და ვადების განსაზღვრა;
- სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- სამუშაოების ვადების კონტროლი;
- სამუშაოების ფასების კონტროლი;
- პრობლემების და შესაძლო შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
- გადაწყვეტილების მიღება მასალებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ;
- აბონირება/გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ლიცენზიანტებთან ურთიერთობა (წყალი, ელექტროენერგია, გაზი);
- მომავალი მოიჯარის ტექნიკურ სამსახურთან კომუნიკაცია სამუშაოების პროცესში;
- არქიტექტურის სამსახურთან სარეკლამო აბრისა და აგრეგატების ნებართვების სამუშაო პროცესში ჩართვა;
- მეზობლებთან მოლაპარაკებების წარმოება აუცილებლობის შემთხვევაში;
კვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური, სამშენებლო ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო/ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვისა და კონტროლის გამოცდილება;
- კონტრაქტორებთან ურთიერთობისა და მათი საქმიანობის კოორდინირების უნარი;
- Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის, სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ძლიერი სამუშაო ეთიკა;
- სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: stepupvacancy@gmail.com გაცნობებთ, რეზიუმეს გამოგზავით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მიმდინარე ან/და შემდგომი დასაქმების მიზით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე stepupvacancy@gmail.com შეტყობინების გაგზავნის გზით.
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი,
ტექნიკური პროცესების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები