დღეს - 07 ნოე
უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • უსაფრთხოების მენეჯერის ელ. ფოსტის კონტროლი და თანამშრომლამდე ახალი ინფორმაციის მიწოდება;
  • ჰიპერმარკეტში ხარვეზების დაფიქსირება;
  • ჰიპერმარკეტის გაღება/დაკეტვა;
  • ქურდობის ფაქტებზე რეაგირება;
  • წუნდებული პროდუქციის აქტების კონტროლი;
  • დაზიანებული პროდუქციების გადამოწმება;
  • აუნაზღაურებელი ქურდობების დადგენა და პოლიციისთვის გადაცემა. საქმის აღძვრა/წარმოებაში ჩართულობა;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები