დღეს - 07 ნოე
სტანდარტი
საწყობის თანამშრომელი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@thermoindustria.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
შპს „თერმოინდუსტრია“ — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
კომპანია 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის #108;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება კვირაში 2 დღე;
ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით + ბონუსი;
კომპანია უზრუნველყოფს კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში არსებული პროდუქციის შესწავლა;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის შეკვეთა, მომზადება და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა;
- მიღებული პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა;
- საწყობში პროდუქციის სწორად განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- საწყობში შეკვეთების მომზადება და დროული გაცემის უზრუნველყოფა;
- მიღებულ პროდუქციაში დეფექტური ან წუნდებული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში (აღწერაში) მონაწილეობის მიღება;
- მომსახურების სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- საწყობში არსებული პროდუქციის სიფრთხილითა და უსაფრთხოების წესების დაცვით გადაადგილება;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება; გათბობა - გაგრილების სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ფიზიკური აქტივობისადმი მზადყოფნა;
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
Subject-ში მიუთითეთ: საწყობის თანამშრომელი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ნოემბერი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
შპს „თერმოინდუსტრია“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
