დღეს - 21 ოქტ
სტანდარტი
კანდიდატთა შერჩევის მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@kmt.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ,,ქარვასლა“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ქარვასლა ერთ-ერთი დიდი მულტიპროფილური სავაჭრო და ბიზნეს ცენტრია თბილისში.
მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი ამოცანებია
- სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ „ქარვასლა“-ს მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და შესრულება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა;
- კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
- ყოველთვიური ღონისძიებების/აქტივობების ორგანიზება და მათი ეფექტიანობის შეფასება;
- სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“-ს მოიჯარეებთან კომუნიკაცია და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფა;
- კომპანიის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
- სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
- სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება;
- სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
- კომპანიის სარეკლამო აქტივობების ანალიზი, ეფექტიანობის კვლევა;
- მომხმარებლის ქცევის ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლებში ლოიალურობის გაზრდა;
- საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების წარდგენა მენეჯმენტისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მარკეტინგში.
- პროფესიით საშუალო ან დიდ ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel, Power Point ) ცოდნა სავალდებულოა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა.
რას გთავაზობთ
- ქარვასლას პროფესიონალთა გუნდთან ერთად კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
- პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
- სამუშაო საათებს 10:00-18:00, 5 დღიან სამუშაო კვირას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და წლიური ბონუსის მიღების შესაძლებლობას ინდივიდუალური ეფექტიანობის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2026 წლის 20 ოქტომბრისა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@kmt.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის- "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ,,ქარვასლა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დაარქივებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ერთი წლის ვადით.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
