დღეს - 19 ოქტ
ფსიქოლოგი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა და ადვოკატირება სამედიცინო ფსიქოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    არასამთავრობო (NGO) ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა და ადვოკატირება
    სამედიცინო ფსიქოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება, კლინიკური ფსიქოლოგია
  • ენები: ქართული
ა(ა)იპ საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მიერ დაფინანსებული პროექტის „VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას: ფსიქოლოგი

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (50%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.11.2026 – 30.05.2028

პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის „VIBES II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.

პროექტი ასევე, ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.

საქართველოში პროექტი განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორული თანამშრომლობით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის ბენეფიციარების ფსიქოლოგიური შეფასება, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოგანათლება და ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ფსიქოლოგი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • თითოეული ბენეფიციარი ახალგაზრდის ფსიქოლოგიური შეფასება;
  • შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ფსიქოკონსულტირება;
  • ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური ფსიქოსაგანმანათლებლო სესიების ჩატარება;
  • განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
  • ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
  • ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო გეგმის შემუშავება, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება;
  • პროექტის ფარგლებში მიწოდებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა და სუპერვიზიის მიზნით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით;
  • ახალგაზრდებთან, მოწყვლად ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება (აკადემიური სწავლების პერიოდში მიღებული პრაქტიკა ჩაითვლება გამოცდილებად);
  • ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენის, ასევე, მათთვის მხარდაჭერის გაწევის უნარი;
  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • სტრესულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციებში თვითკონტროლისა და პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და სამუშაოს ეფექტური ორგანიზების უნარი;
  • გუნდურად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
  • პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2000 წელს და რეგისტრირებულია ქ. მარნეულში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია აზერბაიჯანელი ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, მშვიდობისა და ტოლერანტობის განმტკიცება, ასევე, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაძლიერება. საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი ახორციელებს საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სოციალურ და მშვიდობის მშენებლობის პროგრამებს და 2000 წლიდან დღემდე 45-ზე მეტი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განახორციელებული.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:
საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: azeriwomengeorgia@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „ფსიქოლოგი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ლეილა სულეიმანოვა (ტელ: +995593205065).

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: azeriwomengeorgia@gmail.com
არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება,
ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა და ადვოკატირება
სამედიცინო
ფსიქოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები