დღეს - 19 ოქტ
პროექტის კოორდინატორი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ბოლნისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება, კლინიკური ფსიქოლოგია
  • ენები: ინგლისური
ა(ა)იპ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მიერ დაფინანსებული პროექტის „VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას:
პროექტის კოორდინატორი

სამუშაო ადგილი: ქ. ბოლნისი (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (50%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.11.2026 – 31.12.2027

პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის - „VIBES II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.

საქართველოში პროექტი განხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორული თანამშრომლობით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის მართვა, მონიტორინგი და შეფასება, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება, ანგარიშების მომზადება. პროექტის კოორდინატორი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორის წინაშე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის მართვა
  • პროექტის განხორციელების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფა
  • პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება დადგენილი ვადების გათვალისწინებით
  • გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშების ანალიზი და პროექტის მიზნების შესრულების მონიტორინგი
  • ორგანიზაციის შესაბამის თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთობით, პროექტისა და ფინანსური რესურსების ადმინისტრირება
  • პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
  • პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • პროექტის აქტივობების მონიტორინგი და შეფასება
  • პროექტის ბიუჯეტით გაწეული ხარჯების მონიტორინგი
  • პროექტის მიმდინარეობასა და მიღწეულ შედეგებზე ანგარიშების მომზადება
  • პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი გადამზადების კურსების გავლა და საჭიროების შემთხვევაში სუპერვიზიის მიზნით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში (უპირატესობა მიენიჭება სოციალური მუშაობის აკადემიურ ხარისხს)
  • სოციალურ კეთილდღეობის სფეროში (უპირატესობა მიენიჭება ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს გამოცდილებას), მენეჯმენტის კუთხით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • პროგრამის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება
  • ფინანსური რესურსების ადმინისტრირების გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • ხელმძღვანელობისა და მართვის უნარი
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად გადაცემის/წარდგენის შესაძლებლობა
  • სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
  • ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის მიერ 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას არაფორმალური განათლების საშუალებით ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია მუდმივად იზრუნოს ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
  • საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:
საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „პროექტის კოორდინატორი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ირმა ზურაბაშვილი (ტელ: 599 982 416).

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com

მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
ნახვები
უნიკალური ნახვები