შემდეგი
დღეს - 20 ოქტ
სოციალური მუშაკი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ბოლნისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: infobolnisiaec@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება, ახალგაზრდების განვითარება და გაძლიერება, სხვა - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება, ახალგაზრდების განვითარება და გაძლიერება, სხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):არაკომერციული
სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- ენები: ქართული
ა(ა)იპ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მიერ დაფინანსებული პროექტის „VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას: სოციალური მუშაკი
სამუშაო ადგილი: ქ. ბოლნისი (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.11.2026 – 30.05.2028
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის „VIBES II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.
საქართველოში პროექტი განხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორული თანამშრომლობით.
საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი ახალგაზრდების ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალური მუშაკი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სავალდებულო მოთხოვნები:
ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის მიერ 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას არაფორმალური განათლების საშუალებით ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია მუდმივად იზრუნოს ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „სოციალური მუშაკი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ირმა ზურაბაშვილი (ტელ: 599 982 416).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com

- შემთხვევების მართვა;
- ბენეფიციარი ახალგაზრდებისათვის რესურსების მოძიება და საჭირო რესურსებთან დაკავშირება;
- პროექტის სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია;
- სამიზნე ჯგუფებთან ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების ორგანიზება;
- პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინურ გუნდთან (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და დასაქმების კონსულტანტი) ერთად შემთხვევ(ებ)ის მართვა;
- მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა და დოკუმენტირება;
- მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
- პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა;
- უფლებამოსილების ფარგლებში, პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
- პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში;
- ახალგაზრდებთან, მოწყვლად ბავშვებთან და ოჯახებთან, თემთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სოციალური მუშაობის აკადემიური ხარისხის პრაქტიკის პერიოდი ჩაითვლება გამოცდილებად);
- ბენეფიციარების ინტერესების, პოტენციალისა და საჭიროებების გამოვლენის, ასევე, მათთვის მხარდაჭერის გაწევის უნარი;
- ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი;
- სტრესულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციებში თვითკონტროლისა და პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და სამუშაოს ეფექტური ორგანიზების უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ინფორმაცია განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:
ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის მიერ 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას არაფორმალური განათლების საშუალებით ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია მუდმივად იზრუნოს ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „სოციალური მუშაკი - VIBES II”. საკონტაქტო პირი, ირმა ზურაბაშვილი (ტელ: 599 982 416).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, ორგანიზაციამ დაადგინოს ვაკანსიისა და აპლიკანტის შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმების შესახებ. თქვენი მონაცემები ორგანიზაციაში შეინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ ორგანიზაციაში არსებული მონაცემების ცვლილება, განახლება ან წაშლა. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: infobolnisiaec@gmail.com
არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება,
ახალგაზრდების განვითარება და გაძლიერება,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები