დღეს - 06 ნოე
სტანდარტი
ექსპორტ მენეჯერი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
  • ენები: რუსული,ინგლისური
  • ტექნიკური უნარები: Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint; PDF რედაქტირება
ბერიკა აცხაედბს ვაკანსიას ექსპორტ მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის არსებულ საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაციის შენარჩუნება და გაძლიერება, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა;
  • უცხოელ (პოტენციურ და არსებულ) კლიენტებთან კომუნიკაცია, კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების მომზადება/გაფორმება;
  • შეკვეთების დაგეგმვა, კონტროლი და კოორდინაცია ლოგისტიკურ კომპანიებთან, მიწოდების ვადების დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება (ინვოისები, პაკინგ-ლისტები, წარმოშობის სერტიფიკატები და სხვა თანდართული დოკუმენტაცია);
  • კლიენტებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრეტენზიების ოპერატიული განხილვა და მოგვარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების სფეროში);
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა;
  • საერთაშორისო ბიზნესგარემოსთან ადაპტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია, განსაკუთრებით საექსპორტო დოკუმენტაციასთან მუშაობისას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: berika.wine@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები