დღეს - 05 ნოე
საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ელექტროენერგეტიკა
  • ენები: ქართული,რუსული
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი

კომპანიის აღწერა:
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეის“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

სამუშაოს აღწერა:
  • საკონტაქტო ქსელის, დგარების, კონსოლების, ანკერული კვანძების, ჩამონაკიდისა და სხვა ელემენტების მონტაჟი, ტექნიკური მომსახურება და მიმდინარე/კაპიტალური შეკეთება
  • საკონტაქტო ქსელის გეგმური დათვალიერების, რევიზიისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება
  • დაზიანებების, გაუმართაობებისა და ავარიული სიტუაციების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა
  • საკონტაქტო ქსელის სიმაღლის, ზიგზაგის, დაჭიმულობისა და სხვა ტექნიკური პარამეტრების გაზომვა და რეგულირება
  • სადენების, იზოლატორების, დამჭერების, არმატურისა და სხვა ელემენტების შეცვლა და აღდგენა
  • სამუშაოების შესრულება სიმაღლეზე, შესაბამისი დამცავი საშუალებებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და ელექტროუსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების, ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების გამართული მდგომარეობის კონტროლი და სწორად გამოყენება
  • სამუშაოების შესრულება ტექნიკური ექსპლუატაციის, შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოქმედი ნორმების შესაბამისად
  • ავარიულ-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა დღის და ღამის საათებში, საჭიროების შემთხვევაში
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საკონტაქტო ქსელის მოწყობისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა
  • ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი
  • ელექტროუსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება
  • გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ავარიულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge
NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები