შემდეგი
დღეს - 01 ნოე
შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, დ.გამრეკელის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Office@Gservice-infra.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მიმართულების კომპანია ეძებს ტექნიკური განყოფილების შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და შესრულებული სამუშაოების ადგილზე შემოწმება;
- ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა და ასახვა;
- ფორმა №2-ის მომზადება და შესრულებების სისტემაში/პროგრამაში შეტანა;
- შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
- სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ტექნიკურ განყოფილებასთან კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ფოტომასალისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- შესრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ხარჯთაღრიცხვისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვის ცოდნა;
- ფორმა №2-ის შედგენის გამოცდილება;
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- სამშენებლო სამუშაოების ძირითადი სახეობებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
- ობიექტებზე გადაადგილებისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სასურველია:
- ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- შესაბამისი განათლება სამშენებლო/ტექნიკურ სფეროში.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი / ობიექტების მიხედვით გადაადგილება
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Office@Gservice-infra.com
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები